weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ქართულ ოცნების“ ლიდერებთან და წევრებთან ღირებულებითი კონფლიქტი არ გვაქვს – ხუნდაძე

10:57 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

„ქართული ოცნებიდან“ წასული დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მას, სოზარ სუბარს და მიხეილ ყაველაშვილს პარტიასთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ. მისი თქმით, ყოფილ თანაპარტიელებთან მხოლოდ იმაზე ვერ შეთანხმდნენ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას.

„საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. „ქართულ ოცნებასთან“, მის ლიდერებთან, თითოეულ წევრთან ჩვენ არავითარი ღირებულებითი კონფლიქტი არ გვაქვს, აბსოლუტურად ყველა საკითხში ვთანხმდებით. ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთში - რა დოზით უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის.

დღეს საზოგადოება არასრულფასოვნად არის ინფორმირებული იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაც, ვფიქრობ, დღეს ყველაზე აქტუალურია და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნისა და საზოგადოების ხვალინდელ დღეს.

მე ვფიქრობ, ინტერესი უნდა იყოს უფრო მაღალი, ინფორმაცია საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მეტი, რომ სასურველი შედეგი დადგეს - საზოგადოებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ის რაც საზოანო იქნება საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის, საზიანო იქნება ევროპისთვისაც“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]