weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობას კანონების სწრაფად მიღება შეუძლია, არ არის დასაკარგი დრო – დეგნანი

15:04 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს მიერ ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების სწრაფად განხორციელება შეუძლია. ამის ერთ-ერთ მაგალითად კელი დეგნანმა გასული წლის დეკემბერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩარებული წესით გაუქმება გაიხსენა.

„ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად მიიღოს კანონები. მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება, ასევე სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება. მას ნამდვილად შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და არსებობს მზადყოფნა ამისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში.

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდგომი ექვსი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე, მთავრობაში ბევრს სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები/პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროგრესს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოსთვის საკუთარ ანგარიშს წარადგენენ.

 

ამ თემაზე:

კობახიძე ევროინტეგრაციაზე: „აქ რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]