weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად იმუშავებს

19:16 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

პრემირ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ღარიბაშვილის მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შარლ მიშელი წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„ეს მართლაც გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირაში ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან საჭირო რეფორმების პროცესის მხარდაჭერას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]