weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუბარი EU-ის კანდიდატის სტატუსზე: „საქართველოსთვის მოხდა ამ ყველაფრის გამოგონება“

12:10 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

„საქართველოსთვის მოხდა ამ ყველაფრის გამოგონება, რეალურად რომ ვთქვათ. აძლევ ერთს, აძლევ მეორეს, არ აძლევ საქართველოს და აქ უნდა მომხდარიყო დაძაბულობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, სოზარ სუბარმა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

სუბარის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ამ ვარაუდებს ამყარებს.

„ყველა მტკიცებულებას, ბუნებრივია, ვერ მოვყვები, მაგრამ აწ უკვე ჩემი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მაშინ, უმრავლესობის წევრების ერთ-ერთ შეკრებაზე თავისი ვარაუდი თქვა, რომ ეს ხდება ერთადერთი მიზნით - ის, რომ უკრაინას სთავაზობენ, მოლდოვას სთავაზობენ, რომ საქართველო გამოყონ, საქართველოს არ შესთავაზონ და ამით გამოიწვიონ შიგნით ტურბულენტობა, არეულობა, იმიტომ, რომ

არის ძალიან ბევრი ძალა, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდა და მეორე - ურჩევნია საქართველოში ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გარედან უკარნახებენ.

ლაპარაკია ევროკავშირის ქვეყნების ძალიან ბევრ ლიდერზე, ბუნებრივია, და როდესაც ევროპარლამენტის 308 დეპუტატი წერს რეზოლუციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რომელიც ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, გასაგებია, რატომაც ხდება.

მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე სამადაშვილს და ეკა ხერხეულიძეს აქვთ იმხელა გავლენა და იმდენი ლობისტები ჰყავთ, რომ 308 დეპუტატს მოაწერინეს... პირიქით არის - იმათ შეკვეთას ასრულებენ და ახმოვანებენ ესენი ძალიან ხშირად“, – განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროკავშირში იყოს, „ოღონდ ცოცხლები უნდა მივიდეთ“.

„სასაფლაოსთვის ხომ არ გვინდა ევროპა?! გვინდა იმისთვის, რომ იქ ვიცხოვროთ და ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ვიყოთ ბედნიერი ხალხი და ბედნიერი ქვეყანა. 10%-იანი [ეკონომიკური] ზრდა გვაქვს ხუთ თვეში და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს ყველაფერი.

 სულაც ომი რომ არ იყოს, სულაც რაკეტები რომ არ ცვიოდეს - და ეს საფრთხე რეალურია - უბრალოდ, ერთ წამში ისე შეიძლება შემოტრიალდეს საქმე, რომ რეცესიაში წავიდეს ეკონომიკა. ერთი პატარა ზედმეტი სანქცია ან მოძრაობა რუსეთის მხრიდან, შეიძლება, ამის საფუძველი გახდეს. ეს უნდა ავირიდოთ თავიდან - ის, რისკენაც გვიბიძგებს ოპოზიცია“, – თქვა სუბარმა.

სოზარ სუბარმა და მასთან ერთად კიდევ ორმა პარლამენტარმა - მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ 28 ივნისს დატოვეს. მათი განცხადებით, პარტიის ლიდერებთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ, თუმცა ერთადერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ - რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]