„ვინ არის ეკა გიგაური? რა ლეგიტიმაციით მესაუბრება საქართველოს მოქალაქეს? ვინ მისცა ლეგიტიმაცია, რომ... ყურში ხომ გხვდება - გამოდიან ეს ადამიანები და ქართველი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რომ ქართველ ხალხს უნდა მოიშოროს ხელისუფლება, ქართველ ხალხს უნდა შექმნას ტექნიკური მთავრობა. ვინ ხარ? რა უფლებით მელაპარაკები? რას წარმოადგენ? ვინ მოგცა ეს ლეგიტიმაცია? სად წერია, რომ შეგიძლია ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი? ან მაქარაშვილი. ვინ არიან?
მე ხალხის ლეგიტიმაცია მაქვს და მეც კი ვერიდები უმრავლესობის სახელით საუბარს იმიტომ, რომ განსხვავებულია, მაგრამ მე უფლება მაქვს და ვალდებულებაც, მაგრამ შენ ვინ ხარ? როგორ ბედავ? საერთოდ რას წარმოადგენ ეკა გიგაური რომ ხარ?“, – განაცხადა ყაველაშვილმა გადაცემაში „აი უცნობი“.
პარლამენტის წევრმა სახალხო დამცველიც გააკრიტიკა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დასავლეთს რომ სდომოდა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით პოლარიზაციას დაასრულებდა.
„ეს იმიტომ ხდება რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამის მონაწილეები მინდა პირდაპირ დავასახელო. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი ჩვენი არჩეულია. ეს ლომჯარია არის ჩვენი არჩეული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.