weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა – დეპუტატი მგალობლიშვილი

11:35 პარასკევი, 01 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა, რომელიც გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ პროვოკაციას ადეკვატური პასუხი გაეცა. მგალობლიშვილი ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილს ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო.

„მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაცია. იგი მივიდა ბატონ ანრისთან და ყურში ჩასჩურჩულა ისეთი უმსგავსო და უკადრისი სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ვერასოდეს ვერ აიტანს და ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა. იქ მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა“, – ამბობს ლევან მგალობლიშვილი.

ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ გუშინ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მას თავს ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ კიდევ სამი დეპუტატი დაესხნენ. შემთხვევის თვითმხილველი, ტელეკომპანია „პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე იხსნებს, რომ წერეთელს მგალობლიშვილმაც დაარტყა.

„დარტყმის ფაქტი, რასაც მე ნამდვილად შევესწარი იყო ის, რომ ანრიმ გაარტყა სილა და მერე მგალობლიშვილმა გამეტებით დაარტყა. ეს არის ის ორი დარტყმა, რასაც მე ვადასტურებ“, – თქვა აბურჯანიძემ.

ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]