weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას – კვირიკაშვილი

16:16 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე საგზაო მოძრაობისას. ამიტომაც, ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე საქართველოში მეღვინეობის 8 000 წლიანი ისტორიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების მეღვინეობის ციტადელში - ბორდოში ჩატარება საქართველოსთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

„ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს ვენებში სისხლის ნაცვლად ღვინო უჩქეფთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული კულტურა ასევე გამსჭვალულია მეღვინეობის ელემენტებით. ღვინო გვხდება ყველგან - მუსიკაში, პოეზიაში, ფრესკებში, ქართულ ორნამენტებში.

მართლაც, ის ფაქტი, რომ ჩვენ დავდგით ქვევრი - თიხის ისტორიული ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაყენებლად გამოიყენება, წარმოადგენს ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნების გამოძახილს. „იუნესკომ“ ქვევრი აღიარა და ის შეიტანა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ქართველებისთვის კი ქვევრი ბევრად მეტს ნიშნავს.

გარდა ამისა, ქართული სუფრა - ეს არი სოციალური თანაარსებობის კიდევ ერთი წმინდა ქართული სახე. ის შედგება ოთხი მთავარი კომპონენტისგან: კერძები, ღვინო, სიმღერა და სადღეგრძელო.

თამადა ნებისმიერი სუფრის მეთაურია. სუფრაზე დაცულია სადღეგრძელოების მკაცრად გაწერილი თანმიმდევრობა და წესი.

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქართველები ღვინოს სვამენ არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ მის შემდეგაც - არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამარხებში აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ღვინის ჭურჭელი.

მოხარული ვარ, მოგიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში. ქართველები ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერია მსოფლიოში. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არიან ისინი ასე ერთგული თავიანთი რელიგიისა, არის ის, რომ ღვინო ზიარების ძირითადი კომპონენტია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვე გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]