weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოდიშარია: აბსურდია რომ 4 დეპუტატი დაორგანიზდა და ერთ კაცზე ანგარიშსწორებაში მიღო მონაწილეობა

15:11 პარასკევი, 01 ივლისი 2022

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ აბსურდია, თითქოს ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს ოთხი დეპუტატი დაესხა თავს.

ბექა ოდიშარია ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც ანრი ოხანაშვილს იმ დროს ახლდნენ, როდესაც მან ვატო წერეთელს დაარტყა.

„შეფასებებში განზრახ არ შევალ, ვიდრე არ გასაჯაროვდება კამერების ჩანაწერები. გეტყვით იმას, რაც ჩემმა ორმა ყურმა გაიგონა და ორმა თვალმა დაინახა:

ეს იყო ის, რომ კოლეგები გავდიოდით ღონისძებიდან, სპეციფიურ გასასვლელთან შევყოვნდით ერთმანეთის დანახვაზე, რა დროსაც - მოკლედ გიყვებით - გამოჩნდა ანრი ოხანაშვილი, რომელიც ასეთი გამწარებული არ მინახავს, ექვსი წელია მასთან მაქვს ურთიერთობა. გაფითრებული იყო. ყვებოდა იმ მძიმე შეურაცხყოფას, რაც მას მიაყენეს და ყურში ჩასჩურჩულეს.

იქიდან გამომდინარე, რა ადგილზეც ვიყავით და რა ღონისძიებაც იყო, ეს იქვე შეფასდა პროვოკაციად. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია სვლა გასასვლელისკენ და საუბარ-საუბრით გავდიოდით, რა დროსაც უკნიდან გამოჩნდა ვატო წერეთელი თანმხლებ კოლეგა ქალბატონთან ერთად. როგორც ჩანს, პირველი ის შეამჩნია ანრი ოხანაშვილმა, თუმცა საზოგადოებას მინდა ვითხრა, ნუ აჰყვებიან იმ აბსურდს, რომ ოთხი დეპუტატი დაორგანიზდა და ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მიღო მონაწილეობა. ასეთი შეცდომა სკოლის ასაკში არ დამიშვია. ამას ადასტურებენ კიდეც ვატო და მისი თანმხლები ქალბატონი. რაც შეეხება იმას, რომ შეხლა-შემოხლა მოხდა, სამწუხაროდ, ეს თავიდან ვერ ავიცილეთ. რამდენიმეწამიანი მცირე შეხლა-შემოხლა იყო, რის შემდეგაც დავტოვეთ საელჩოს ეზო“, – ამბობს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ოდიშარია.

გუშინ, 30 ივლისს, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ აშშ-ის სალეჩოს ტერიტორიაზე, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

„რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის, რომ ხუთი დეპუტატი მოსულიყო და ამერიკის საელჩოში ფიზიკურად გასწორება დაეწყო. მე ჩემი მოსაზრება მაქვს. პარლამენტის ინციდენტი რომ იყო რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა რაღაც გულში ჩადებული. ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა, მაშინ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ მქონდა შელაპარაკება“, – აცხადებდა წერეთელი.

მან ინციდენტში მონაწილე დეპუტატებს შორის დაასახელა ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილიც.

ტელეკომპანია „პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე იხსნებს, რომ წერეთელს ოხანაშვილმა და მგალობლიშვილმა დაარტყეს.

ანრი ოხანაშვილის მტკიცებით, ვატო წერეთლის მხდიდან ადგილი ჰქონდა „უბინძურეს, სიბილწის ყოველგვარ ზღვარს გადასულ სიტყვებს და ქცევას“.

„როდესაც მასთან მივედი, ვეკითხებოდი, როგორ გაბედა და რატომ გაბედა ამდენი რამ, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, რაზეც მიიღო პროპორციული პასუხი“, – აღნიშნავს პარლამენტის წევრი.

ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოსგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს და აცხადებს, რომ დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]