weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროვოკატორმა მიიღო პასუხი, მეც იგივეს გავაკეთებდი – კობახიძე

17:23 პარასკევი, 01 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროვოკატორმა პასუხი მიიღო. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კანონისა და ეთიკის შესაბამისად მოქმედებდა.

„ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩა. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მანდატების დატოვება აბსურდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე, კანონისა და ეთიკის ფარგლებში, მიიღო პროვოკატორმა პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია - მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა“, – თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

გუშინ, 30 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ აშშ-ის სალეჩოს ტერიტორიაზე, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ წერეთლის მხდიდან ადგილი ჰქონდა „უბინძურეს, სიბილწის ყოველგვარ ზღვარს გადასულ სიტყვებს და ქცევას“.

„როდესაც მასთან მივედი, ვეკითხებოდი, როგორ გაბედა და რატომ გაბედა ამდენი რამ, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, რაზეც მიიღო პროპორციული პასუხი“, – ამბობს ოხანაშვილი.

ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოსგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს და აცხადებს, რომ დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

„რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის, რომ ხუთი დეპუტატი მოსულიყო და ამერიკის საელჩოში ფიზიკურად გასწორება დაეწყო. მე ჩემი მოსაზრება მაქვს: პარლამენტის ინციდენტი რომ იყო რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა რაღაც გულში ჩადებული. ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა, მაშინ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ მქონდა შელაპარაკება“, – ამბობდა წერეთელი.

მან ინციდენტში მონაწილე დეპუტატებს შორის დაასახელა ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილიც. ტელეკომპანია „პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე იხსნებს, რომ წერეთელს ოხანაშვილმა და მგალობლიშვილმა დაარტყეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]