წულუკიანის თქმით, რეკომენდაციების შესრულებაში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ზოგიერთი ოპონენტი მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
„მათ საერთოდ არ სურთ ევროპა და უბრალოდ სურთ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება ხელისუფლებიდან და პოლიტიკური პროცესებიდან. ეს არის მათი მთავარი გეგმა, მთავარი მიზანი და არა ის, რომ ქვეყანა ატარონ ევროპულ გზაზე. ამიტომაც გაისტუმრა ისინი 2012 წელს ხელისუფლებიდან ამომრჩეველმა“, – თქვა წულუკიანმა.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გეგმა გუშინ წარმოადგინა. როგორც კობახიძემ განაცხადა, პირველი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკური პოლარზაციის შემცირებას ეხება, უნდა იქნეს განხილული როგორც დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესრულების საფუძველი. „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნას, რომელშიც საპარლამენტო პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები შევლენ.