weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს – წულუკიანი EU-ის რეკომენდაციებზე

16:58 შაბათი, 02 ივლისი 2022

„ჩვენ ყველას ვიწვევთ სამუშაო პროცესში იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური. თუ ეს ვერ მოხერხდება, რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის პროტისა და ახალგზარდობის მინისტრმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით.

წულუკიანის თქმით, რეკომენდაციების შესრულებაში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ზოგიერთი ოპონენტი მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

„მათ საერთოდ არ სურთ ევროპა და უბრალოდ სურთ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება ხელისუფლებიდან და პოლიტიკური პროცესებიდან. ეს არის მათი მთავარი გეგმა, მთავარი მიზანი და არა ის, რომ ქვეყანა ატარონ ევროპულ გზაზე. ამიტომაც გაისტუმრა ისინი 2012 წელს ხელისუფლებიდან ამომრჩეველმა“, – თქვა წულუკიანმა.

ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გეგმა გუშინ წარმოადგინა. როგორც კობახიძემ განაცხადა, პირველი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკური პოლარზაციის შემცირებას ეხება, უნდა იქნეს განხილული როგორც დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესრულების საფუძველი. „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნას, რომელშიც საპარლამენტო პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები შევლენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]