weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

21:47 კვირა, 03 ივლისი 2022

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი. როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა, მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა, არაძალადობრივი პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს.

„დღევანდელი ჩვენი დემონსტრაცია, ცხადია, ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ არ დავიღლებით და მანამდე შევიკრიბებით აქ, მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველოს არ მიიღებს კანდიდატი სტატუსს“, – განაცხადა ბუღაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების შეთავაზება, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას გულისხმობს, ყურად არ იღო.

„ჯერჯერობით მათგან ვხედავთ სრულიად არაადეკვატურ რეაქციას. ჩვენს აბსოლუტურად კონსტრუქციულ, არაძალადობრივ, მშვიდობიან და საქმიან პროტესტს მათ დაუპირისპირეს ძალადობა, აგრესია, ხელოვნურად შექმნილი ობსტრუქციული ძალები, რომლებიც რეგიონებში, თბილისში, აბსოლუტურად გაუგებარი სიძულვილით, პოლარიზებაზე ორიენტირებულობით თავს ესხმოდნენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს. ეს სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ბუღაძის თქმით, ისინი არ ენდობიან „ქართულ ოცნებას“ და არ მისცემენ საშუალებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიცემული 6-თვიანი ვადა ისე გალიოს, როგორც „მთელი ეს თვეები და წლები“.

აქციას რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეებიც უერთდებიან. გამომსვლელებს შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]