weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დილით მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას – დიღმელაშვილი

23:28 კვირა, 03 ივლისი 2022

აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები ღამეს პარლამენტთან გაათევენ, დილით კი მშვიდობიანი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ სამ ივლისამდე გვქონდა დაყენებული ულტიმატუმი. რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ისინი კომფორტში არიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით, მაგრამ რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება. ამიტომ დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით „ქაჯეთის ციხეს“, მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენ ხმას, რახან აქედან არ ესმით. ეს არის ჩვენი არაძალადობრივი მშვიდობიანი გამოხატვა. მივალთ დილით და ავუხსნით რაც აქედან ვერ ავუხსენით. ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქციის მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა, რომელიც წლის ბოლომდე ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციას შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]