weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტი: კობახიძისეულ და ოპოზიციის გეგმებს ეროვნულ თანხმობასთან საერთო არაფერი აქვთ

23:49 კვირა, 03 ივლისი 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „რადიკალური ოპოზიციის“ გეგმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა:

„ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ, პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო), თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს („თავისუფლად ანტი-ევროპულად მოსაუბრე“ ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა), თუ რადიკალური ოპოზიციის არახალი „გადადექი და მე გადმოვდგები“ გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.

ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი….

ჩვენ ყველანი კი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“

დღეს, 3 ივლისს, პარლამენტის შენობის წინ მორიგი აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა, რომლის მონაწილეთა მოთხოვნა მთავრობის გადადგომა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნაა.

აქციამდე ორი დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულების საკუთარი გეგმა წარმოადგინა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირველი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას ეხება, უნდა იქნეს განხილული როგორც დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესრულების საფუძველი. „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნას, რომელშიც საპარლამენტო პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები შევლენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]