weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც მოვიქნევთ და ავტორიტარიზმი დასრულდება – დიღმელაშვილი

11:19 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

აქცია „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან, დილისთვის, გუშინდელი აქციიდან 100 ადამიანი დარჩა, რომელთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ 500 პოლიციელი გამოიყვანა. დიღმელაშვილის განცხადებით, აქციის მიზნების მისაღწევად ინდივიდუალური ძალისხმევის გაწევაა საჭირო.

„ეს არ არის ბრძოლის დასასრული. ეს არის ბრძოლის დასაწყისი, სადაც ყველა ადამიანს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა აკისრია. შევხედოთ: გეგმა იყო ასეთი, რომ უხეში დათვლით 50 000 ხომ გამოვიდა აქციაზე, 10 000 მაინც ყოფილიყო დილით კანცელარიასთან. საბოლოო ჯამში, აქ გადმოვინაცვლეთ 200-მა ადამიანმა. მერე, დილისკენ დარჩა 100 ადამიანი. 100 ადამიანის წინააღმდეგ გამოიყვანეს 500 პოლიციელი. რომ გამოსულიყო 1000 ადამიანი გამოიყვანდნენ 5000 პოლიციელს. რომ გამოსულიყო 10 000 ადამიანი, მოუწევდათ 50 000 პოლიციელის გამოყვანა და ფიზიკურად ამდენი რესურსი არ აქვთ.

ჩვენ თუ ინდივიდულაურად ძალისხმევა არ გავწიეთ, არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც მოვიქნევთ და ავტორიტარიზმი დასრულდება.

ეს არის ყოველდღიური, მრავალშრიანი ბრძოლა, რომელშიც მოთმინებით, სიჯიუტით ძალისხმევა უნდა გავწიოთ და შედეგამდე გეგმაზომიერად მივიდეთ“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციასთან მყოფმა დიღმელაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“.

მისივე თქმით, გუშინდელი აქციით საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ „მოლოდინები არ იყო სწორად მართული“.

„არაძალადობრივ წინააღმდეგობას აქვს თავისი განვითარების ლოგიკა. ალბათ, ეს უკმაყოფილებაც იმის ბრალი იყო, რომ მოლოდინებიც არ იყო სწორად მართული. სხვადასხვა ჯგუფები როცა აკეთებენ ადამიანების მობილიზაციას, ხშირად უშვებენ ამ შეცდომას, რომ ეს არის გადამწვეტი დღე, აქ და ახლა ყველაფერი დასრულდება. ეს ასე არასოდეს არ გამოდის“, – აღნიშნავს დიღმელაშვილი.

გუშინ, პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა იყო. შოთა დიღმელაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაენაცვლათ და დილით მჯდომარე აქციით დახვედროდნენ მთავრობის წევრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]