weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

„ოცნების“ დეპუტატი: გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის, უკაცრავად საზოგადოებასთან

14:17 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, რომელმაც გუშინ, პარტიის ოფისთან მისულ მოქალაქეებს აგინა, ამბობს, რომ „გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის“.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია“, – წერს სოციალურ ქსელში სამხარაძე, რომელიც 2016 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატია პარლამენტში.

დიმიტრი სამხარაძე „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც იქ აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი მივიდა. მან დემონსტრანტებს რამდენჯერმე აგინა, რაც მედიამაც დააფიქსირა. მანამდე სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოფისში 10 კაცი იყვნენ და „დორბლიანის მონებს“ ელოდებოდნენ.

„ქართული ცონების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სამხარაძის გინება მოსაწონი არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება იყო“.

„ჩვენ ყველას გვმართებს, მათ შორის, მუშაობა იმაზე, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ხელის შემშლელი ბარიერები რაც შეიძლება მეტად მოვსპოთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გუშინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია „შინ ვეროპისკენ“ გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. აქცია დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]