weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე: საბოლოოდ წაიშალა ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის

14:39 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

„გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო“.

„სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებას და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი, ანტისახელმწიფოებრივი ბუნება.

გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და NGO სატელიტები ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ

გუშინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ვეროპისკენ“ გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა. აქცია დილით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]