weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია მაღალი საარჩევნო ბარიერი იყოს – კობახიძე

16:06 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „სუფთა პოლიტიკური საკითხია“ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც ითვალისწინებს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2%-იანი საარჩევნო ბარიერით.

დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლარიზაციის მაღალი ხარისხის პირობებში, უმჯობესია მაღალი საარჩევნო ბარიერი იყოს.

„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით. ერთი მარტივი მიზეზის გამო - თეორიაშიც წერია წიგნებშიც წერია, რომ სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს უფრო მაღალი ბარიერი, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ დაუდია პირობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებდა.

„ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, პარლამენტი მიუბრუნდებოდა ამ კანონპროექტის განხილვას. არავითარი პირობა, რომ ამ ცვლილებებს მივიღებდით, არ თქმულა. შანსი იმისა, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, ძალიან მაღალია, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო ცვლილები პირველი მოსმენით მიღებულია და პარლამენტის მიერ განხილვები შეჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]