weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

სააპელაციო სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი გაათავისუფლა

22:36 სამშაბათი, 05 ივლისი 2022

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, რომელიც 2019 წელს დააკავეს და ბიუჯეტიდან 1 370 076 ლარის გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თავისუფალია.

ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რომ ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოსამართლე ვერა დოლიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და ყოფილი მერი მხოლოდ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ, რაც სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. გიორგი ერმაკოვს ეს ვადა უკვე მოხდილი აქვს.

2019 წელის მაისში სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის შვიდი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავეს. პროკურატურა აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებმა 2015 წელს, მუნიციპალური პროექტის „იაფის სახლის“ ტენდერში, კომპანიას უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა და მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გაფლანგეს.

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის თანამდებობას 2014-2017 წლებში იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]