weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვიწყებთ განხილვას საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებაზე – მაკფოლი

16:35 ოთხშაბათი, 06 ივლისი 2022

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს და ბელარუსის მოქალაქეების დასანქცირებაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ამერიკის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა.

მაკფოლთან ინტერვიუ „პალიტრანიუსმა“ ჩაწერა. მედიასაშუალებს ინფორმაციით, მან არ დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში დასანქცირდნენ.

„ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით.

რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი N3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით.

ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს.

ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 მარტს განაცხადა, რომ შეიქმნებოდა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებას დააკვირებოდა და მათ გავლენას შეაფასებდა. ექსპერტთა ჯგუფის თანათავმჯდომარეებად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და მაიკლ მაკფოლ არიან მოხსენიებული. ერმაკ-მაკფოლის ჯგუფმა მაისში რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა შეიმუშავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]