weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

11:55 ხუთშაბათი, 07 ივლისი 2022

ეუთოს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეამ 2-6 ივლისს, ბირმინგემში გამართულ ოცდამეცხრე ყოველწლიურ სესიაზე დეკლარაცია მიიღო, რომლითაც რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებების სრულად განხორციელების აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარების დეგრადაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, რაც, დეკლარაციის მიხედვით, გამოწვეულია იქ მცხოვრები ხალხის ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევით, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციით, ასევე ორივე რეგიონში არსებული 23 ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართული მახასიათებლების განადგურებითა და შეცვლით, რაც „წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული განგრძობით ოკუპაციის და რუსიფიკაციის პოლიტიკის პირდაპირ შედეგს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]