როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა ბარიერის დაწევა წმინდა პოლიტიკურ საკითხად რჩება და „ქართული ოცნების“ მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება განხილული.
„5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ.
ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციას აცარსებითად შეამცირებს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, დაბალი საარჩევნო ბარიერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს აძლევს, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის „სატელიტებს“ 2024 წელს, 2%-იანი ბარიერის პირობებშიც, „პირწმინდად დაამარცხებენ“.