weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაბალი საარჩევნო ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას – იოსელიანი

18:12 ხუთშაბათი, 07 ივლისი 2022

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი საქართველოს სჭირდება და არა ევროკომისიას, რომელმაც დეკემბერში საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულება უნდა შეაფასოს.

„ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ უნდა გველაპარაკონ, არგუმენტი ჩვენგან უნდა მოისმინონ, თორე ევროკომისიას ამით ვერ დააშანტაჟებ. მას 12 პუნქტის შესრულება სჭირდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან.

იოსელიანის თქმით, შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ღია პლურალისტურ გარემოში, სადაც განსხვავებულ პარტიებსა და ლიდერებს საარჩევნო ბარიერის გადალახვის და პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ.

„თუ ეს ასე არ მოხდება და 5%-იანი ბარიერის პირობებში ორი პარტია შევა პარლამენტში, ეს ამ ქვეყანას ისეთი დაპირისპირების წინაშე მიიყვანს, რაც 30 წელია, არსებობს და ქვეყანას ცუდის მეტი არაფერი მოუტანა. პოლიტიკური პროცესი მაშინ არის წარმატებული, როცა გარეთ არსებული განწყობები პარლამენტშია ასახული – პარლამენტშია დებატები დ არა ქუჩაში. თუ ვინმეს უნდა, ქვეყანა განწირული იყოს მიტინგებისთვის და და გადადექის ძახილისთვის, ეს 5%-იანი ბარიერის პირობებში გარანტირებული იქნება. დეპოლარიზაციას საარჩევნო ბარიერის დაწევა ხელს შეუწყობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი აქვს, ამით ევროკომისიას ევაჭროს“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლელებებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას ეხება, „ქართული ოცნების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულ პარლამენტში იმ შემთხვევაში დაამტკიცებენ, თუ სანაცვლოდ „ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვანი სარგებელს მიიღებენ“. კობახიძემ ასეთ სარგებლად წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]