weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

აფხაზეთში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას განიხილავენ

14:35 პარასკევი, 08 ივლისი 2022

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს რეკომენდაციას უწევს, მოახდინოს რუსეთის ფედერაციასთან დადებული იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მიმდებარე მონაკვეთის იჯარას ითვალისწინებს.

საუბარია ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ, რომლის ფართობი 184 ჰექტარია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთისთვის მისი გადაცემის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საკითხის განხილვაში ე.წ. დეპუტატებთან და ბიჭვინთის საქალაქო კრების წევრებთან ერთად, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბიც მონაწილეობდა.

ბიჭვინთის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ქალაქისა და სოფელ ლიძავას მცხოვრებთა შეშფოთება, რასთან დაკავშირებითაც ანქვაბმა თქვა, რომ შეთანხმება „სრულიად შეესაბამება აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესებს“.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც მოსკოვში, 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი. კომიტეტის სხდომაზე აღნიშნეს 1995 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებაც, რომლის მიხედვითაც „აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა“ რუსეთის ფედერაციის უშიშროების მთავარ დირექტორატს მიანიჭა უფლება ბიჭვინთაში N8, 9 და 10 სახელმწიფო აგარაკებით, მათ საზღვრებში არსებული ტერიტორიით და სხვა უძრავი ქონებით უფასოდ ისარგებლოს.

ე.წ. პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, რეკომენდაცია მისცენ პარლამენტს უახლოს სხდომაზე რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი მიიღონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]