weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ღარიბაშვილი: ჩავიბარეთ ავტორიტარული რეჟიმი და დღეს საქართველო დემოკრატიის მაგალითია

17:24 პარასკევი, 08 ივლისი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, საქართველო დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ვენაში, ავსტრიის კანცლერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას ჟურნალისტმა კრიტიკული შეკითხვა დაუსვა.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტი თბილისში მიიწვია.

„თქვენ ალბათ არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, რეალურად რა ხდება საქართველოში. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ.

რეალურად, ჩვენ ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატურული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა.

 არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას ამაყად, თამამად, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც ჩვენ გაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკიტხვის პასუხად.

მისი თქმით, ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველომ „შთამბეჭდავი პროგრესი“ განიცადა.

„ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული.

მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს, თუ რა ვითარებაა საქართველოში, 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4000 და 5000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშილის თქმით, დემონტრაციები ნებისმიერი დემოკრატიისთვისაა დამახასიათებელი.

„მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, – უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]