weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიათურის საკრებულოში „ოცნების“ წევრი: „მეც ვტოვებ თანამდებობას და პარტიას“

12:06 ორშაბათი, 11 ივლისი 2022
ჭიათურის საკრებულოს სხდომა ჭიათურის საკრებულოს სხდომა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა სამხარაძე თანამდებობას და პარტიას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე.

ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, – წერს სამხარაძე.

დღეს, თანამდებობა და პარტია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ დატოვა. ის იზიარებს „ქართულ ოცნებიდან“ წასული სამი პარლამენტარის მოსაზრებას, რომ „ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ელაპარაკონ“. ღამბაშიძე დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკაში უერთდება და ამბობს, რომ კელი დეგნანმა „მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა“ პარლამენტის წევრს, რაც მისთვის „საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]