weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი ინდექსით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა – ღარიბაშვილი

16:02 ორშაბათი, 11 ივლისი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საერთაშორისო რეიტინგებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა მმართველობის კეთილსინდისიერების, გლობალური მშვიდობის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით.

„რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული ინდექსები - მმართველობის კეთილსინდისიერების ინდექსები. ეს არის მსოფლიო ინდექსები, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და შეიძლება ითქვას, ვაშინგტონის ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ გამოკვლევით. საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. მეორე - ეს არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი. ამის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

მინდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი.

შედარებისთვის, წელს უკვე, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, NAT0-ს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. შემიძლია რამდენიმე ქვეყანა ჩამოვთვალო, ესენია: კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ბულგარეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ. აღარ გავაგრძელებ.

შედარებისთვის, 2012 წელს, მაშინ, როცა მთელს მსოფლიოს და ჩვენს ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს, ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებით, შესრულების მხრივ და ამ ინდიკატორებით, 69-ე ადგილზე ვიყავით აი, ამ ინდექსის მიხედვით. 69-ე ადგილზე. არავითარ საუკეთესო ოცეულზე საუბარი არ იყო მაშინ. ეს უბრალოდ შედარებისთვის და ინფორმაციისთვის, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას.

მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება: გლობალური მშვიდობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი ინდექსით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მეგობრებო.

ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც ძალიან სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე ჩვენი ქვეყნის დასახელება არის აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე 10-წლია ატარებს ჩვენი ხალხის და ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად.

შედარებისთვის 2012 წელს, ამ რეიტინგებში, ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ და საუბედუროდ, იყო უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 143-ე ადგილზე.

აი, ამხელა პროგრესი გვაქვს სწორედ, ისევ და ისევ მინდა ვთქვა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგად.

და მესამე - ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მაშინ, როცა, ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯრო ფინანსების რეფორმაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]