weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში თურქეთის ახალ ელჩად ალი ქაან ორბაი დაინიშნა

11:07 სამშაბათი, 12 ივლისი 2022

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

ლაშა დარსალიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მხარეებმა გამოხატეს იმედი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ალი ქაან ორბაიმ ელჩის უფლებამოსილების შესრულებას პირველი ივლისიდან შეუდგა. მან ამ თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანი შეცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]