weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბიძინა ივანიშვილის მიმართ „უარგუმენტო ბრალდების“ შესახებ ნინო წილოსანმაც დაწერა

13:44 სამშაბათი, 12 ივლისი 2022

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი წერილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმაც გამოაქვეყნა.

„როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!

ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ“, – წერს Facebook-ზე წილოსანი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციის თემას გამოეხმაურა და დღეს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ბრალდება ყალბია, დეოლიგარქიზაციაზე საუბარი კი შეურაცხმყოფელი. ის ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის კარნახით არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს.

დეოლიგარქიზაცია მეხუთე პუნქტია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრულ 12 წინაპირობას შორის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]