weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, ქართულ დემოკრატიას შეურაცხყოფს – პაპუაშვილი

15:59 სამშაბათი, 12 ივლისი 2022

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტერმინ „დეოლიგარქიზაციის“გამოყენებით საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, პირდაპირი შტურმი ხორციელდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ამ ტერმინში იგულისხმება ზოგადად ეკონომიკური გავლენის ან გარკვეული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გავლენის კონტროლი ან შემცირება.

„ეს თავის თავში გულისხმობს არა ინდივიდუალურ ადამიანებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუციების გაძლიერებას.

ფაქტობრივად, ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ის ამბობს, რომს საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ. ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართული დემოკრატიის.

ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და იმის თქმა, რომ სინამდვილეში, პრემიერ-მინისტრი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში პარლამენტის წევრები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციის თემას გამოეხმაურა და დღეს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ბრალდება ყალბია, დეოლიგარქიზაციაზე საუბარი კი შეურაცხმყოფელი. ის ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის კარნახით არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს წერილი ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]