weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ სასამართლო პროცესში ჩაერია, არ არის მართალი – დეგნანი

15:44 პარასკევი, 15 ივლისი 2022

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ შეერთებული შტატები სასამართლო პროცესში ჩაერია, უბრალოდ არ არის მართალი“, – ამბობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

კელი დეგნანის თქმით, აშშ წლებია საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ეხმარება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიზნისთვის მუშაობას საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩვენს ბევრ პარტნიორთან ერთად, რადგან მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი სასამართლო ჯანსაღი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს არის ის, რაზეც ფოკუსირებული ვართ“, – განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პროგრამები საქართველოს სასამართლოს წარმომადგენლებისთვის ღიაა. კელი დეგნანის თქმით, ძალიან ბევრი სასწავლო პროგრამა წარმატებით განხორციელდა და ისინი სასარგებლო იყო როგორც ქართველი, ისე ამერიკელი მოსამართლეებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, დღეს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

„ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა“, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]