weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

17:45 პარასკევი, 15 ივლისი 2022

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააკმაყოფილა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა და პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია. შესაბამის განკარგულებას ზურაბიშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა. რიგგარეშე სესიის დღის წესრიგშია საკონსტიტუციო ცვლილებების, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების და ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტის განხილვა.

ხუთი ოპოზიციური პარტია და 6 დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგი ეხმიანება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას - აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები.

ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია დეპოლარიზაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება და აჩვენებს რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება.

რიგგარეშე სესიის მოწვევაზე მიმართვას ხელს არ აწერდნენ „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]