weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება – ზურაბიშვილი

19:07 პარასკევი, 15 ივლისი 2022

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, წუხს იმ განცხადებების გამო, რაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით კეთდება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ შეიძლება, რომ არ ვთქვა: ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ არის რამე მტკიცებულებები საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ამის შესახებ ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი გაიმართოს და არა ტელევიზიებისა და მედიის საშუალებით განცხადებები.

ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნიკა გვარამიას საქმეზე 16 მაისს გამოტანილი განაჩენის გამო „ანგარიში მოსთხოვა“. მოსამართლე ამტკიცებს, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საელჩოს წარმომადგენელმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მოსამართლის ეს განცხადება ამერიკის ელჩის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად შეაფასეს. ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ სასამართლო პროცესში აშშ-ის ჩარევის შესახებ ნებისმიერი ვარაუდი „უბრალოდ არ არის მართალი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]