weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს – ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე

21:25 პარასკევი, 15 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიის სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო უპირველეს ყოვლისა, 12-პუნქტიან გეგმასთან და 12-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებასთან, ვინაიდან პირველივე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა, დეპოლარიზაციაზე მხარეებმა იმუშაონ. მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად დაჯდომა და საკითხების განხილვა, მომზადება უნდა შეძლონ. საკითხები ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სესიის მოწვევის გამო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ დეპოლარიზაციის ნაცვლად, „ახლა ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღოს“.

„პოლიტიკური შეფასება უკვე ყველას მხრიდან გაკეთებულია – რომ გვაქვს 12 პუნქტი და ისინი შესასრულებელია. ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა.

12 პუნქტიდან გამომდინარე როგორც კი დაგვჭირდება საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული. ასეთი მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში.

შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და მომდევნო კვირას ველოდებით ოპოზიციას ანტიოლიგარქიული საკითხების შესაბამის ფორმატში განსახილველად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პრეზიდენტმა დააკმაყოფილა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა და პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ახლა გამართლებული არ არის შესვენება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]