weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ერთმანეთს შეხვდნენ

15:06 შაბათი, 16 ივლისი 2022

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ესწრებოდა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოში. თბილისი მასპინძლობს ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაწყებულ ძალიან მნიშვნელოვან დიალოგს და ამ პროცესს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ჩვენ ერთობლივად, ერთობლივი ძალისხმევით, შევეცდებით უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩემი კოლეგებისადმი განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო გამოცხადებული ნდობისთვის. მათი ნდობა ჩვენი ხელსიუფლებისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ილია დარჩიაშვილის აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლზეც ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“ ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან 2021 წელს გააჟღერა და მოძმე სახელმწიფოებს თბილისში მედიაციის პლატფორმის შექმნა შესთავაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი დღე სწორედ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა.

„თბილისი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ადგილს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრით სწორედ ეს უძველესი ტრადიცია განახლდა.

„რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]