weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ღარიბაშვილის წერილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება – გახარია

20:23 ორშაბათი, 18 ივლისი 2022

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო ჩააყენეს პერსონალური ინტერესების მსახურებაში.

მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – წერს გახარია Twitter-ზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა, სადაც უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ითხოვს, ევროკომისია „მკაფიოდ გაემიჯნოს“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.

ღარიბაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისს რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს: „საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს“, – წერს ღარიბაშვილი წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]