weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წერილის შინაარსი შეთანხმებული გვქონდა, ევროკომისია რეზოლუციას უნდა გაემიჯნოს – კობახიძე

18:24 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ გუნდთან შეთანხმებული ჰქონდა. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ერთმანეთში გვქონდა შეთანხმებული წერილის შინაარსი. საქმის კურსში ჩამაყენა პრემიერმა, როდესაც ეს წერილი იგზავნებოდა და გუნდი ჩააყენა ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკომისია ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას უნდა გაემიჯნოს.

„ერთ მარტივ რამეზეა საუბარი: უნდა გაემიჯნოს ევროკომისია იმ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დოკუმენტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ითხოვენ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას. ამისგან გამიჯვნა ევროკომისიის მხრიდან იქნებოდა ძალიან პროდუქტიული პოლარიზაციის შემცირებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გუშინ, 18 ივლისს გაუგზავნა. წერილში ღარიბაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ითხოვს, ევროკომისია „მკაფიოდ გაემიჯნოს“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს:

„საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს“, – წერს ღარიბაშვილი წერილში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ეს წერილი ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობას ადასტურებს.

 

ამ თემაზე:

ელისაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: მართლა პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო?!

ღარიბაშვილის წერილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება – გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]