weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც კიდევ ველოდები ხელისუფლების წასვლას – პრეზიდენტი

15:37 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რის შემდეგაც დელეგაციის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან ერთად ბრიფინგი გამართა.

ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას ივნისში მიენიჭა, „უაღრესად მნიშვნელოვანი რამ არის“.

„ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება ეს და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზედაც უკან დახევა არ იქნება, მაგრამ რომელიც მოითხოვს ჩვენგან, რომ ვიყოთ ღირსნი ამ ევროპული პერსპექტივის.

მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, უახლოესი მომავლისთვის, არის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუ ჩვენ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 პუნქტს, რომელზეც უნდა დაიწყოს მუშაობა.

ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ნაწილი.

მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე ამისთვს მოვაწერე ხელი საზაფხულო სესიის დანიშვნას, რამეთუ როცა გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მგონი, ევროპარლამენტარი მეგობრებისთვსაც გაუგებარია, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა.

ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ან პლენარულ სხდომაზე და ასევე ხელისუფლების მიერ, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ყველგან უნდა ვიმუშაოთ და ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს. იმაზე უარის თქმა და ამაზე კი – არ გამოვა ასე, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, ხელისუფლებას აკისრია, რადგან მის ხელშია „მტავარი ბერკეტები“ პარლამენტში, თუ მთავრობაში.

„მათ ხელშია ამ კანდიდატობის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა - და ეს იცის მოსახლეობამ - ხელისუფლების არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]