weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, მიუღებელია – ზურაბიშვილი

17:18 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022
დევიდ მაკალისტერი და სალომე ზურაბიშვილი დევიდ მაკალისტერი და სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ომს ელოდება, მიუღებელია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღწევა „ქართული ოცნების“ ხელშია და მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.

„ამისთვის საჭიროა, გადავიდეთ ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილიდან, რომელიც არა მხოლოდ შიგნით, ასევე გარეთაც არის. ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგპონგი. მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში გადავიყვანოთ.

მივმართავ ხელისუფლებას: არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას. არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს. ეს მიუღებელია!

არ შეიძლება, ამ პირობებში, დავიწყოთ რამე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“,  – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით საქართველოში ევროპარლამენტის ექვსი წევრისგან შემდგარი დელეგაცია იმყოფება. ერთობლივ ბრიფინგზე მაკალისტერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ისტორია დაკავშირებულია მშვიდობისა და კეთილდღეობის მშენებლობასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]