weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო – სამხარაძე

17:59 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო.

„რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მას შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“,
– განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს.

კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა და უფლებამოსილების ვადა ახლახანს ამოეწურა. გამოსამშვიდობებელ ვიდეოში დიპლომატი ამბობს, რომ ივნისში ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.

„რა თქმა უნდა, თქვენ უკვე იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველოს წარმატებით გამოიყენებს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკანდახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა“, – განაცხადა ჰარცელმა საქართველოდან გამგზავრებამდე.

სექტემბრიდან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კარლ ჰარცელს პოლონელი დიპლომატი, პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.

 

ამ თემაზე:

მომავალ შეხვედრამდე! – კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]