weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

იან კელი: „შავი დღე აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“

18:33 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.

„შავი დღე აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს დაიცვას აშშ-ის ელჩი მმართველი პარტიის ცილისმწამებლური თავდასხმებისგან“,
– დაწერა ყოფილმა ელჩმა Twitter-ზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა 20 ივლისს ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ კელი დეგნანზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. პრაისის თქმით, კელი დეგნანს სახელმწიფო დეპარტამენტის სრული მხარდაჭერა აქვს.

„ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწოდებული არიან, იმუშაონ ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]