weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“ – ზურაბიშვილი

14:16 პარასკევი, 22 ივლისი 2022

„როცა ხელისუფლება ლანძღავს ელჩებს, როცა ლანძრავს ევროპარლამენტარებს, როცა რაღაც გამოსვლებით ვართ დაკავებული, გაუგებარია საითკენ მივდივართ და მე მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მივდივართ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა მთავრობა და „ქართული ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლური რიტორიკის გამო გააკრიტიკა.

„გაუთავებლად, ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს, მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?

...რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბევრი თავისი გამოსვლით არღვევენ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც მათ ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაწიონ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ალბათ 80%-ს არ ესმით, საითკენ მიდის „ოცნება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]