weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით აფხაზეთი არ გაღარიბდება – ანქვაბი

16:20 შაბათი, 23 ივლისი 2022

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, აფხაზეთი არ გაღარიბდება. ანქვაბის თქმით, რუსეთი იყო და რჩება აფხაზეთის ერთადერთ, დიდ მოკავშირედ.

„არ შეიძლება ეს არ დავაფასოთ და არ გავუფრთხილდეთ. მეგობრობა ორმხრივი გზაა. აფხაზებსაც შეუძლიათ და უნდა გააკეთონ რაღაც ასეთი. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო აგარაკი და აფხაზეთი ამით არ გაღარიბდება.

ჩვენ 500 ჰექტარზე მეტი მიწა გადავეცით რუსეთს სასაზღვრო სამხედრო ობიექტებისთვის. ამ დოკუმენტებს მე მოვაწერე ხელი და დამსაჯეთ ამისთვის, დამგმეთ. ეს არ უნდა გაკეთებულიყო? და იქაც არის სანაპირო მიწები და თან ძალიან ბევრი. სად მდებარეობს ბომბორა? სანაპიროზე. იქ 300 ჰექტარზე მეტი მიწაა და ჩვენ ის რუსულ მხარეს გადავეცით. ვისთვის? ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

პრეზიდენტის წინაშე დგას ამოცანა და იდგა მათ წინაშეც, ვინც მანამდე იყო. არ დაუტოვო პრობლემები მომავალ თაობებს – ლიდერები ასე ფიქრობენ.

ყავის ნალექზე მკითხაობა იმის შესახებ ეს ასე იქნება, ეს ასე არ იქნება, რა დაგვრჩება – არაპროდუქტიულია, უპერსპექტივოა და არაობიექტურია“, – განაცხადა ანქვაბმა.  

დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი უკვე 12 წელია ითხოვს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცებას. ობიექტის ფართობი 180 ჰექტარს აღემატება. 2022 წლის 19 იანვარს, მოსკოვში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთისთვის აგარაკის კომპლექსის უსასყიდლოდ, ხოლო მიწის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემას. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, ვლადიმერ პუტინი სამჯერ იყო ამ აგარაკზე და იქ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობა იგეგმება.

იმისთვის, რომ შეთანხმება ამოქმედდეს, დე ფაქტო პარლამენტში მისი რატიფიცირებაა საჭირო, თუმცა ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. 21 ივლისს ე.წ. დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომა მოიწვიეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოსკოვში გაფორმებული შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე ჯერ ე.წ. სასკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]