weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

10:38 კვირა, 17 სექტემბერი 2017

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ლაშა გოგია, მესტიაში - კაპიტონ ჟორჟოლიანი, ფოთში - გოჩა კურდღელია, აბაშაში - ლევან მაკალათია, სენაკში - ლევან კუპრეიშვილი, მარტვილში - ალექსანდრე გრიგალავა, ხობში - გოჩა ქაჯაია, წალენჯიხაში - ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუში - დავით გოგუა.

კანდიდატების წარდგენამდე გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, რომელთა შორის ანაკლიის პორტის, „ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის, სოფელ რუხში საუნივერსიტეტო კლინიკისა და სვანეთში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა დაასახელა.

უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტისაუნივერსიტეტო კლინიკა გამყოფ ხაზთან, სოფელ რუხში. კლინიკის აშენება საბოლოოდ 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და სულ მალე იქ მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტებისთვის. ეს კლინიკა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთო საცხოვრებლით რეზიდენტებისთვის და სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წლიდან სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზება დაიწყება, რის შედეგადაც, პრემიერის განცხადებით, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა და გადაადგილება უფრო უსაფრთხო გახდება.

„სამეგრელო - ზემო სვანეთს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი და ჩვენ ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. დასრულდა პროექტირება და ვიწყებთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია, ის წელიწადნახევარში დასრულდება. ამჟამად, მიმდინარეობს ნიკო დადიანის სასახლის სრული რეაბილიტაციაც. ზუგდიდში, ფონდ „ქართუსთან“ ერთად, ვიწყებთ თეატრის სრულ რეაბილიტაციას. თეატრის რეაბილიტაციას ვახორციელებთ სენაკშიც. მალე ეს უნიკალური შენობები კიდევ უფრო დაამშვენებს ამ ულამაზეს მხარეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა კახეთში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. პრემიერი კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში წარადგენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]