weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოში გერმანიის ელჩად პიტერ ფიშერი დაინიშნა

09:50 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მას პიტერ ფიშერი შეცვლის, რომელიც 2018 წლიდან ამ დრომდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩად მუშაობდა.

პიტერ ფიშერი Twitter-ზე წერს, რომ თბილისში აგვისტოს ბოლოს მეუღლესთან ერთად ჩამოვა.

ელჩი ფიშერი კარიერული დიპლომატია, რომელიც გერმანიის საგარეო უწყებაში 1986 წლიდან მუშაობს. გაერთიანებულ საამიროებში ელჩად დანიშვნამდე, ის ბერლინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და პასუხისმგებელი იყო ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკაზე და ასევე, ექსპორტის კონტროლზე. უფრო ადრე კი, ვაშინგტონში, გერმანიის საელჩოში ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ჰუბერტ ქნირში  საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობას 2018 წლის 18 სექტემბრიდან იკავებდა. 2014-2018 წლებში ის მოსკოვში გერმანიის საელჩოში მუშაობდა და პოლიტიკური განყოფილების უფროსი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]