weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სამი დეპუტატი ივანიშვილს სთხოვს, ელჩ დეგნანთან შეხვედრის შესახებ მათ შეკითხვას უპასუხოს

15:20 ორშაბათი, 25 ივლისი 2022
ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრა 2020 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრა 2020 წლის თებერვალში

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პარლამენტარები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, რომ ამერიკის ელჩისგან ვერ მიიღეს პასუხი შეკითხვაზე, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

დეპუტატები ამბობენ, რომ უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და მრავალ ეჭვს გაფანტავდა.

„მათ შორის, გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარიული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. თუმცა, თქვენს მიერ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ამ ეჭვს, პირიქით, საბოლოოდ გვიმყარებს“, – აცხადებენ დეპუტატები.

ისინი ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ თხოვნით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული.

ამ საკითხთან დაკავშირებით კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან კომენტარი 21 ივლისს გააკეთა. აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია არ შეხვედრია: „ამ ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ, როცა კი მქონდა მანამდე მასთან შეხვედრები, მას ყოველთვის ვარწმუნებდი აშშ-ს სრულ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის მიმართ და ასევე მზაობაზე, რომ ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. არცერთ ასეთ შეხვედრაზე მე მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – თქვა ელჩმა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]