weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კაგებეს აგენტის შვილი არ ხართო? თუ ამის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს – მდინარაძე

10:51 სამშაბათი, 26 ივლისი 2022

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამართლებს პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ თავად ჟურნალისტის შეკითხვა იყო შეურაცხმყოფელი.

„კაგებეს“ აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა კითხო საერთოდ, არასდროს, არც ერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა.

უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა ამავდროულად. და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს! ვინც მხოლოდ პასუხზე „ბრაზდება“, ის „ტრენდს“ აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს“, – წერს მდინარაძე Facebook-ზე.

მდინარაძის გარდა, კობახიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - ირაკლი ჩიქოვანმა, ანრი ოხანაშვილმა, ნინო წილოსანმა და გივი მიქანაძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიას კომენტარს აძლევდა, როდესაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ნატალი ჯახუტაშვილმა მიმართა, შეეფასებინა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის დავით არახამიას განცხადება, რომელმაც მას „კაგებეს“ აგენტის შვილი უწოდა.

კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა: „კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი. ეს შემიძლია გითხრათ... ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა, რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სირცხვილია! სახე დაკარგე „ნაცმოძრაობის“ გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე. პოლიტიკა გიღირს ამად? ქალი აღარ ხარ, რა!“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „კატეგორიულად დაგმო“ კობახიძის „უკადრისი საქციელი“ და თქვა, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური სისუსტის გამომჟღავნება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]