weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

პაპუაშვილის შეფასებით, „მთავარის“ ჟურნალისტმა კობახიძეს პროვოკაცია მოუწყო

12:33 სამშაბათი, 26 ივლისი 2022

„რაც გუშინ ვიხილეთ იყო ტიპიური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ რაღაც დაგუგლა. აი, დაგუგვლაზე ჟურნალისტი რომ ააწყობს თავის კითხვას, მედია რომ ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, თუ რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როდესაც ამბობდა, რომ, სამწუხაროდ, მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისათვის დასმულ შეკითხვას არაფერი აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან.

„ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგვე იყო ჩადებული პასუხიც, ცილისწამებაც, შეურაცხყოფაც, დისკრედიტაციაც - ყველაფერი.

ეს იყო, ალბათ, მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით.

ის, რომ, როგორც ეუთო/ოდირმა აღნიშნა, მედიის დიდი ნაწილი ან ყოველ შემთხვევაში, ნაწილი არის ქცეული პოლიტიკურ აქტივისტად და ამით არის ჩვეულებრივ პოლიტიკის მონაწილე, განმსაზღვრელი და აქვს გარკვეულწილად პარტიული ინტერესების გამტარებელი, საბოლოო ჯამში, ეს ქმნის იმ გარემოს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მათ შორის სამი კვირის წინ, როდესაც ვთქვით, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია რიტორიკის შერბილება. მედიის ნაწილი არა თუ აგვყვა ამ ნაწილში, არამედ ბოლო სამი კვირაა ვხედავთ დეზინფორმაციის, ცილისწამების და მედიის საშუალებით ზიზღის ენის გავრცელების ნაკადს“,  – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ „დისკრედიტირებულმა“ პოლიტიკურმა პარტიებმა მედია ტემპერატურის ასაწევად გამოიყენეს.

გუშინ, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძე მედიას კომენტარს აძლევდა, როდესაც ჟურნალისტმა ნატალი ჯახუტაშვილმა მიმართა, შეეფასებინა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის დავით არახამიას განცხადება, რომელმაც კობახიძეს „კაგებეს“ აგენტის შვილი უწოდა.

კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა: „ „კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი. ეს შემიძლია გითხრათ... ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა, რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სირცხვილია! სახე დაკარგე „ნაცმოძრაობის“ გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე. პოლიტიკა გიღირს ამად? ქალი აღარ ხარ, რა!“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „კატეგორიულად დაგმო“ კობახიძის „უკადრისი საქციელი“ და თქვა, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური სისუსტის გამომჟღავნება იყო.

 

ამ თემაზე:

კობახიძე „პავლიკა მოროზოვებს“ უწოდებს მათ, ვინც მის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფა დაგმო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]