weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

11:03 ოთხშაბათი, 27 ივლისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტ კასიმ- ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორივე მხარე ავრცელებს.

შეხვედრაზე ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

„იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება. როგორც ვიცი, თქვენი პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. დაგეგმილია შეხვედრები, რაც დამატებით ბიძგს მისცემს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ურთიერთქმედების განვითარებას. ჩვენ მჭიდრო მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი ამოცანაა ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება და შემდგომი განვითარება“, – განაცხადა ტოკაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ურთიერთქმედებას. ყაზახეთი საკუთარ ბაზარს განიხილავს ცენტრალური აზიის კარიბჭედ, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს მეზობელ ჩინეთთან. როგორც ყაზახური მხარე აცხადებს, საქართველო და ყაზახეთი პარტნიორები არიან ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი პოტენციალი არსებობს.

„ერთი კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ ყველა მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვა იზრდება და გასულ წელს ამ მიმართულებით 42 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში უკვე 150 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა არსებობს და პოტენციალიც მაღალია ჩვენი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წელს საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი შესრულდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობას, მეგობრობას და თანამშრომლობას დიდად აფასებს.

 

ამ თემაზე:

ტოკაევი: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მსგავსად სავარაუდოდ არც დონეცკს და ლუგანსკს ვაღიარებთ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]