weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

დღევანდელი ენმ განსხვავებულია და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს – მელია

11:45 ოთხშაბათი, 27 ივლისი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მისმა პარტიამ საკუთარ შეცდომეზე ისწავლა და დღეს, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები მისი პოტენციური მოკავშირეები არიან.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში მელიამ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისში უკვე 100 000 ამომრჩეველი ჰყავს დაკარგული.

„მე ამ ამომრჩეველს, რომელიც გუშინ „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, დღეს კი ჩემთან ერთად იბრძვის იმისთვის, რომ იაროსლავში არ ამოვყოთ თავი, თუ ვეტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა იყო დამოუკიდებელი, ამ ადამიანს ვერასოდეს გავიხდი მოკავშირედ. ჩვენ უნდა ვუთხრათ: დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც იყო ხელისუფლებაში, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, ჭკუა ეკეტებოდა. ეს იყო პრობლემა.

ეს მინდა, გაიგოს ყველა უკვე ჩვენმა პოტენციურმა მოკავშირემ, რომ დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულია და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს“, – განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხოლოდ ერთი მოსმენით უყარა კენჭი იმის გამო, რომ არჩევნები ოპოზიციას არ მოეგო.

„შესაბამისად, დღეს ეს მორჩილი მოსამართლეები ყველას დაგვერივნენ და ამ უკუღმართმა საარჩევნო სისტემამ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა მთელი ქვეყანა, რომ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვის ზღვარზე ვართ“, – თქვა მელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]